რომან გოცირიძე - საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25 - მეტრიანი რადიუსი არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა, რომლებიც ამომრჩეველს აშინებენ

საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25 - მეტრიანი რადიუსი არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა, რომლებიც ამომრჩეველს აშინებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციობალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, 7 კი სანახევროდ. როგორც გოცირიძე ამბობს, ცვლილებები რიგ შემთხვევებში არსებულ კანონმდებლობასაც კი აუარესებს.

„საუბარია, რომ 25 მეტრის რადიუსში ხელი არ უნდა შეახოო (ამომრჩეველს), მაგრამ თვალებით რომ აშინებენ, ფსიქოლოგიურად რომ აშინებენ? სახლებში რომ მიუვარდებიან, ეზოებში რომ ატერორებენ და მერე რუსეთიდან იღებენ დავალებებს „კანონიერი ქურდებისგან“? რატომ არ არის აღკვეთილი ძალადობა საარჩევნო პროცესში და მათ შორის არჩევნების დღეს უბანში, ამ რადიუსის გაზრდაც კი არ უნდათ, რადგან ეს არის მათი ბერკეტი, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბანთან, 25 მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება დაუშვებელია.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ