ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალმა კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალმა კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია. საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ე.წ ცხელების ცენტრად გადაკეთდა, კორონავირუსს პერსონალი ადგილზე ებრძვის, ხოლო მათი ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა, დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.

„ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 კაცი გაგვგზავნეს. თანამშრომლების ნაწილი სახლში გაუშვეს. 4 თვეა წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ,”-ამბობენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება არ ზრუნავს ადამიანებზე, რომლებიც პანდემიის დროს მუშაობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო