დავით ბაციკაძე - გიგი უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის განცხადება

ბათუმის საკრებულოს წევრის თემურ კახიძის პარტია "ევროპულ საქართველოში" გადასვლას "ქართულ ოცნებაში" გამოეხმაურნენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ განაცხადა, იგი გიგი უგულავას მოუწოდებს, რომ თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის განცხადება წინასწარ მოამზადოს.

"თავის დროზე, როცა ის გაიქცა „ქართული ოცნებიდან" და კოალიციიდან და ოპოზიციაში წავიდა, შემდეგ 2017წლის არჩევნებისთვის აღარ უნდა დაგვებრუნებინა, ეს იყო პარტიის შეცდომა, მან იმდენჯერ გამოიცვალა პოზიცია, რომ „ევროპული საქართველოდანაც“ მალე გაიქცევა, ამიტომ უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს მისი პარტიიდან გარიცხვის განცხადება. რამდენად ცუდი შენაძენია კახიძე მათთვის, ამას საზოგადოება შეაფასებს", -განაცხადა დავით ბაციკაძემ.

ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა