გაერო - დაუყოვნებელი და დაჩქარებული მოქმედებაა საჭირო ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების შესაჩერებლად

დაუყოვნებელი და დაჩქარებული მოქმედებაა საჭირო ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების შესაჩერებლად, რომლებიც ზიანს აყენებს ქალებსა და გოგონებს - ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს ანგარიშში, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

„ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით, სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის თანახმად, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სამ ყველაზე გავრცელებულ საზიანო პრაქტიკაზე: ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ნატალია კანემმა განაცხადა საზიანო პრაქტიკა გოგონებში ღრმა და ხანგრძლივ ტრავმას იწვევს და ცხოვრებაში მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის უფლებას ართმევს.

„წელს, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 4,1 მილიონი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი; 18 წლამდე ასაკის 33 000 გოგონა იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს მამაკაცზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგონების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგონების სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიც არის მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი „გაუჩინარებული გოგონა“.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ბავშვთა ქორწინება, ზოგადად, არალეგალურად არის მიჩნეული და მსგავს შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, თუმცა, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში აღნიშნული პრაქტიკა ჯერ ისევ ფართოდ არის გავრცელებული (ზოგიერთ ქვეყანაში, 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულ გოგონათა წილი 15%-მდეა; ხოლო ზოგიერთ თემში, თითქმის ყოველი მეორე ქალი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება).

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული, რამაც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის სერიოზული დარღვევა გამოიწვია, რადგან დაბადებული ვაჟების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დაბადებული გოგონების რაოდენობას,“-ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ალანა არმიტაჟმა განაცხადა, ნებისმიერი ფორმის საზიანო პრაქტიკას საერთო საფუძველი გააჩნია: ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ვაჟები გოგონებზე უპირატესნი არიან.

„თუმცა ჩვენ მოწმე ვხდებით იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ნორმები სწორი მიმართულებით იცვლება და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით - მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, ავტორიტეტული პირები და საზოგადო მოღვაწენი - შევძლებთ გოგონებისთვის ზიანის მომტანი ყველა პრაქტიკა წარსულს ჩავაბაროთ“ - აღნიშნა მან.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელი ისეთი გზებით, როგორიცაა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნა, მათთვის ცხოვრებისეული უნარების სწავლება და სოციალური ცვლილებების განხორციელების ძალისხმევაში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვა. ანგარიშის თანახმად, 2030 წლამდე, 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიცია ამ ორი საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

თუმცა, ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პანდემიამ პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეული პროგრესს საფრთხე შეუქმნა.

კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგონა გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა