გიგი უგულავა - ცვლილებების დროა, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ დიდ ტალღას წინ არ უნდა აღუდგეს

’’ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ცვლილებების დრო დადგა და ხალხის დიდ ტალღას წინ არ უნდა აღუდგეს. როგორც მან სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ ივანიშვილის ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ეს ეკონომიკას საერთოდ მოსპობს და ქვეყანას შიმშილის ზღვარზე მიიყვანს.

„სამწუხაროდ, სიღარიბის სუსხი, რაც განსაკუთრებით ამ პანდემიის შემდეგ იგრძნობა, ყველაზე მეტად იგრძნობა სოფლებში და ყველაზე მეტად იგრძნობა განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული და მთლიანად ამ ინდუსტრიაში იყო ჩაბმული. ის დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ არავის მიუღია, რომელსაც მთავრობა ჰპირდება, აბსოლუტურად არაადეკვატურია და ყველას კარგად ესმის, რომ თუ არ გაიხსნა ქვეყანა, მანამდე, უბრალოდ ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშან-წყალი არ არის და ასევე ყველას კარგად ესმის, რომ ცვლილებების გარეშე ვერ გაჩნდება ქვეყანაში ოპტიმიზმი და ოპტიმიზმის გარეშე, ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრება. ამიტომ, ცვლილებებისთვის მომწიფებულია საქართველოს სოფლები, ცვლილებებისთვის მომწიფებულია ასევე საქართველოს ქალაქები და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება ოქტომბერში. სხვანაირად, თუ გაგრძელდა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნება, ან ივანიშვილის ხელისუფლების ჯაყჯაყი, ეს ეკონომიკას საერთოდ მოსპობს და მართლა შიმშილის ზღვარზე მიიყვანს ქვეყანას. ამას ჩვენი მოქალაქეები თვითონ არ დაუშვებენ, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ კრიტიკულ მომენტში, ძალაუფლება სწორედ ეკუთვნის ხალხს. ხალხმა საბოლოო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებული, საკვანძო მომენტში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, ასეთი გადაწყვეტილებაც იქნება. ცვლილებების დრო არის, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს რომ ამ დიდ ტალღას წინ არ უნდა აღუდგეს, თორემ თუ წინ დაუდგება, შესაბამისად მოხდება ის, რაც მერე უკვე თავის თავს უნდა დააბრალოს, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, ქობულეთის რაიონის მოსახლეობა, კოვიდ პანდემიით გამოწვეულ უმუშევრობაზე და სასმელი წყლის პრობლემებზე საუბრობს. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

პარტიის ლიდერთან საუბარში მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პანდემიით დაზარალებულებს ხელისუფლებისგან დაპირებული დახმარება ჯერ კიდევ არ მიუღიათ. გიგი უგულავამ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონი ცვლილებებისთვის მზად არის.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს