თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას სარფში მართავენ

თურქეთში, ქალაქ ქემალფაშაში დღიურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას სარფში მართავენ. ისინი ითხოვენ ხელისუფლებამ მათ პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს და 300 - ლარიანი კომპენსაცია მიიღონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილოზებული. ცენტრალური გზა ამ დროისთვის გახსნილია.

ადგილზე უფლებამდამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა.

„100-მდე ქალი სამსახურის გარეშე დარჩა, ისინი თურქეთში ყოველდღიურ რეჟიმში გადადიოდნენ და ლუკმა - პურის ფულს შოულობდნენ. ხელისუფლებამ თქვა, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმარებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოქალაქეებს 300 ლარი არ მიუღია", - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა