1-ელი ივლისის მდგომარეობით, 104 547-მა თვითდასაქმებულმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, 200-ლარიანი კომპენსაცია კი - 125 165-მა დასაქმებულმა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 - ლარიანი კომპენსაცია და სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

„რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება,”-აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა