მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისი 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

"ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც მოძველებული ინფრასტრუქტურისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ პოლიეთილენის მილი და მოეწყო ახალი სადრენაჟო სისტემა. სამუშაოების შედეგად სოფელში არსებული წყლის დებიტის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ქსოვრისის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა