სარფში აქციის მონაწილეებმა სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

სარფში, სადაც თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების აქცია იმართება, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა კვლავ გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და გზის გახსნას ცდილობენ, თუმცა მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიან და მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი და მათ მეზობელ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. ამასთან, ისინი 300 - ლარიანი კომპენსაციის მიღებას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო