აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებები, შენიშვნის გათვალისწინებით, პირველი მოსმენით მიიღეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებები, შენიშვნის გათვალისწინებით, პირველი მოსმენით მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 15 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი არ ჰყავდა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. კანონის პროექტი სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ბუნებრივი ბარიერის პირობებში. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებს, ის ერთჯერადად, პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული შერეული სისტემით ჩატარდება და საკანონმდებლო ორგანოში 18 დეპუტატი პროპორციული, 3 - კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა