ჩინეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, ჰონგ-კონგის საქმეში ჩარევა შეწყვიტონ

ჩინეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, ჰონგ-კონგის საქმეში ჩარევა შეწყვიტონ და აქვე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების კრიტიკას პასუხობს. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანიმ განაცხადა, უცხო ქვეყნებმა ჰონგ-კონგში სიტუაციას ობიექტურად უნდა შეხედონ.

მისივე თქმით, პეკინი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევას არ დაუშვებს.

„ჰონგ-კონგის საკითხი არის ჩინეთის შიდა საქმე. უცხოური ძალები არ უნდა ჩაერიონ. უსაფრთხოების კანონმდებლობა ეკუთვნის ჩვენს ეროვნულ იურისდიქციას“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონის მიღების გამო ჩინეთს დასავლური ქვეყნები აკრიტიკებენ და მოუწოდებენ ჰონგ-კონგის ავტონომიური სტატუსი არ შეზღუდოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა