სარფის საბაჟოსთან აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა

სარფის საბაჟოსთან აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა

სარფის საბაჟოსთან მყოფ აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა.

როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, ისინი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ და საკითხის მოგვარებაში პირადად ჩაერთვებიან, ასევე შესაბამის პორტალზე აქციის მონაწილეთა დროული რეგისტრაცია მოხდება.

რაც შეეხება საზღვრის გახსნის მოთხოვნას, აქციის მონაწილეებს მთავრობის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის.

აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებმა აქცია კვლავ დაანონსეს.

ცნობისთვის, სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნისა და კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით, თურქეთში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს.