გიგა ბოკერია გენდერულ კვოტირებაზე - ხმას აძლევენ ფარისევლურად, როცა თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, ახლა კი უნდათ, თოჯინებად ჰყავდეთ, ეს ქალების შეურაცხყოფაა

ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, ახლა კი უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ, ეს არის ქალების შეურაცხყოფა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში გენდერული კვოტირების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქალთა უფლებების მიმართულებით მძიმე პრობლებია და მიზეზებთან ბრძოლის ნაცვლად კვოტირება სასურველი შედეგების ხელოვნურად დაყენებაა.

„არ შეიძლება იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ზეწოლა, დისკრიმინაცია, მიზეზებთან ბრძოლის მაგივრად შედეგი დააყენო ხელოვნურად, პირიქით, იგივე საქმეს აფუჭებ და ისე აყენებ საქმეს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლით მიღწევა თუ ხელს არ შეუშლის ვინმე ფიზიკურად? ესააა ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლების და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს. უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველას, ვისაც პრობლემა აქვს, მათთვის კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის შეურაცხყოფა ქალების და შედეგსაც არ გამოიღებს”,- განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა