არსებული ინფორმაციით, ფოთში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ფოთში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ფოთში მიმდინარე საკნალიზაციო სისტემების მშენებლობის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია ,,ტაჰალ გრუპი“ ახორციელებს.

აღნიშნული კომპანიის პრესსამსახურში ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

,,დაკავებული ჩვენი თანამშრომელი არ არის, ჩვენთან არის საზედამხედველო კომპანია, რომლის წარმომადგენელია დაკავებული. როგორც ვიცი, პოლიცია იყო მისული. ,,ტაჰალ გრუპსა “ და აღნიშნულ კომპანიას ერთ სივრცეში აქვთ ოფისი. დეტალები, თუ რატომ იქნა დაკავებული, ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - აცხადებენ კომპანია ,,ტაჰალ გრუპის“ პრესსამსახურში.

ინფორმაცია, რომ ერთი პირია დაკავებული, „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუს-ის ინფორმაციით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.