"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

"პროკრედიტ ბანკმა" მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათავო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო. განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით ჩანაცვლებას მოახდენს.

პროექტის ფარგლებში, ბანკის გარემოზე ზრუნვა რიცხობრივ მაჩვენებლებში აისახება, კერძოდ, მზის ელექტროსადგურის მეშვეობით, შემცირებული ემისიების და სხვა დაზოგილი რესურსების შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში აღირიცხება და ბანკის ფასადზე განთავსებულ ეკრანზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.

მოგეხსენებათ, რომ ეკო მიმართულება პროკრედიტ ბანკის საქმიანობის სტრატეგიული ნაწილია, რაც გამოიხატება როგორც ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი გარემოსადმი მეგობრული სერვისების შეთავაზებაში, რომელთა შორის სულ მალე მზის ელექტროსადგურის დაფინანსების პირობებიც ამოქმედდება. “მაქსიმალურად ვცდილობთ, გარემოსადმი მეგობრული ინიციატივების საკუთარ საქმიანობაში დანერგვით ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზებას. ენერგიაზე ჩვენი მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი და მდგრადი ინვესტიცია გაგვეხორციელებინა მზის ელექტროსადგურში. განსხვავებით წიაღისეული საწვავისგან, განახლებადი ენერგია ამოუწურავია და მეტად უსაფრთხოა გარემოსთვის. ალტერნატიული ენერგია ჩვენი მომავალია და ეს მომავლის ინვესტიცია დღეს უკვე პროკრედიტ ბანკშია, წარმატებულ მაგალითად წარმოდგენილი“ - განაცხადა "პროკრედიტ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით