წყალტუბოში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა

წყალტუბოში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტის შახტაში ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:წყალტუბოში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა