რომან გოცირიძე - კობახიძე ადა მარშანიას რომ გადაეყრება პარლამენტის კორიდორში, ხომ გაწეწავს ეს ქალი?! არ უნდა დაფიქრდეს, რას ამბობს?

კობახიძე ადა მარშანიას რომ გადაეყრება ამ კორიდორში, ხომ გაწეწავს ეს ქალი?! - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, კობახიძის განცხადებები რეალობას აცდენილია.

"ბატონი კობახიძის განცხადება აცდენილია რეალობას, ისეთი სასაცილო რამე თქვა, ზრდილობიანად ვამბობ, თორემ სხვა რამე უნდა მეთქვა - ადა მარშანია და კვიციანი იმიტომ არ შემოვიდნენ კენჭისყრაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადმოიბირაო. ადა მარშანიას რომ გადაეყრება ამ კორიდორში, ხომ გაწეწავს ეს ქალი მაგას? არ უნდა დაფიქრდეს, რა უნდა თქვას და რა არა? კვიციანი, კიდევ კარგი, პარლამენტში არაა, თორემ იქ სხვა რამესთან გვექნებოდა საქმე,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში დავით ჭიჭინაძეს, ემზარ კვიციანს და ადა მარშანიას მონაწილეობა არ მიეღოთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" "იმუშავეს".

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს