გიგა ბოკერია - „ევროპულ საქართველოს“ აბრალებენ, სენატს აკონტროლებს და თან პრორუსულიაო - პრორუსული პროპაგანდის ხასიათია, რომ ყველანაირი ბოდვა დიდი დოზით უნდა გაავრცელო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის იმ წევრების განაცხადებას გამოეხმაურა, რომელთა თქმით, საქართველოში ზოგიერთი პარტია რუსეთის ინტერესებს ემსახურება. როგორც ბოკერია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ ორგანოებს სურთ, რომ მოქალაქეები სისულელით დააბნიონ.

„ვიცით ეს ბრალდებები, ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს აბრალებენ, სენატს აკონტროლებს და თან პრორუსულიაო. პრორუსული პროპაგანდის ხასიათი არის, რომ ყველანაირი ბოდვა დიდი დოზით უნდა გაავრცელო, რასაც ივანიშვილის პროპაგანდისტული ორგანოები აკეთებენ, რომ მოქალაქეები სისულელით დააბნიონ. რაც შეეხება რეალურ საფრთხეს, გუშინ იყო კენჭისყრა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში პროპუტინული პროპაგანდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი აირჩიეს. იქნებ ჰკითხოთ, რატომ აირჩიეს?კვოტები იყოო. კვოტები კი იყო, მაგრამ მერე კენჭისყრა გაიმართა და შეეძლოთ, ხმა არ მიეცათ. ივანიშვილის გუნდი ღია ალიანსშია იმ ძალებთან, ვინც ანტიდასავლურ იდელოგიას ქადაგებს. ამას ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ. საერთაშორისო დონეზე ჩვენ ვნახეთ და კვლევამ დაადასტურა, რომ ანტიდასავლური კამპანიის სათავეში დგას ხელისუფლება თავისი ფულით, ოღონდ ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ, რაც ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს“,-აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მოქმედებენ ისეთი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა არაპირდაპირ მათ ინტერესებს ემსახურებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა