თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, აშშ-ში გაიზარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორების რიცხვი, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული წუხილი აქვთ

თუ ჩვენ ვნახავთ ცუდ საარჩევნო გარემოს, დარღვევებს, მოსყიდვებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებებს, მაშინ პრობლემები მხოლოდ გაგვიღრმავდება,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, ამერიკელი კონგრესმენის მარკუენ მალინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, რამდენად მოიხსნება აშშ- ში საქართველოსთან დაკავშირებული წუხილები, ეს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული.

"აშშ- ში გაიზარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორების რიცხვი, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული წუხილი აქვს. თუკი, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯებს, ეს წუხილი მოიხსნება და ჩვენ ისევ დავალაგებთ ამ ურთიერთობებს. თუ ჩვენ ვნახავთ ცუდ საარჩევნო გარემოს, დარღვევებს, მოსყიდვებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებებს, მაშინ პრობლემები მხოლოდ გაგვიღრმავდება. ეს რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს და არ გვენახა ბოლო თვეებში სხვებიც, რომლებიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამდნენ ჩვენთან დაკავშირებით, მეც გავიზიარებდი ხელისუფლების პოზიციას და ვიტყოდი, რომ ერთი ადამიანის მოსაზრებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. პრობლემა გაგვეზარდა, გავიზარდეთ ძალით ხელისულფების არასწორი ნაბიჯების გამო, იმის მიხედვით, მომავალში როგორ გააგრძელებს ხელისუფლება მოქმედებას, ჩვენ პრობლემა ან მოგვეხსნება ან გაგვიღრმავდება,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა