გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი, გუდაური და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში- ახალშენი, მჭადიჯვარი, წიწამურა, კადოეთი, ჭოპორტი, ჭილურტი, ქისიაანი, პავლეური, ცივწყარო, შალიკიანთკარი, ჟინვალი, ანანური და მიმდებარე სოფლებში,15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზი, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

























