ანონსი 3 ივლისი

3 ივლისს, 10:30 საათზე, EMC-ის ოფისში EMC, საია და ღია საზოგადოების ფონდი შრომის რეფორმასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: "ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ".

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 595124999

მის: ი. აბაშიძის #12

3 ივლისს, 11:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილთან ერთად ქუთაისის შემოვლითი გზის დასრულებულ მონაკვეთს გახსნის.

3 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის თავმჯდომარეობით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დარჩენის საქმეზე, შემაჯამებელ სხდომას გამართავს.

მის: გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო: 599 291202

3 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბენზინისა და დიზელის ხარისხი საქართველოში - რა შედეგები აჩვენა საწვავის ბოლო კვლევამ, როგორია უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებლები. უხარისხო ბენზინის, ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 ივლისს, 11:00 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერიასთან ერთად გამართავს ბრიფინგს.

მის: ქ. დეკაბრისტების N4

საკონტაქტო: 599437403

3 ივლისს, 12:00 საათზე, იურიდიულ კომიტეტში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი

3 ივლისს, 12:00 საათზე, „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პირველად გაჟღერდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ჩამონათვალი, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული აღმზრდელები და ასევე დაავდებული მცირეწლოვანი აღსაზრდელები დაფიქსირდნენ.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

3 ივლისს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ოფისში ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და აქტივისტები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პარლამენტის მიერ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონპროექტის მიღების პროცესი.

მის: მ. ალექსიძის 1, კორპ 2, ბ. 26

საკონტაქტო: ანიკა ტიზლიარიშვილი - 577 114 508

3 ივლისს, 12:00 საათზე, პარტია "ქართული არჩევანის" თავმჯდომარე ბეჟან გუნავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: "ლიბერთი ბანკი" საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც დაყადაღებული აქვთ საბანკო ანგარიშები, უკანონოდ უბლოკავს სახელმწიფოს მიერ პანდემიის გამო დარიცხულ ქულებს, რომლის განაღდებაც მოქალაქეებს შეუძლიათ აგრო მაღაზიებში შესაბამისი პროდუქტების შეძენისას.

მის.: ჭავჭავაძის N74, "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისი.

საკონტაქტო: მარიამი - 568 31 32 68

3 ივლისს, 12:45 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ "იბერიას" ესტუმრებიან და პირბადეების კერვის პროცესში ჩართულ სტუდენტებსა და კოლეჯის თანამშრომლებს მადლობის სიგელებს გადასცემენ.

მის: ქუთაისი, პროფესიული კოლეჯი „იბერია“, ნიკეას ქუჩა #15

3 ივლისს,13:00 საათზეგიო, გიორგი ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

3 ივლისს, 13:00 საათზე, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.

მის: ლუბლიანას 13/6.

საკონტაქტო: მეგი საჯაია 558-10-80-45

3 ივლისს, 13:30 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

3 ივლისს, 14:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭიაურელის 13 (ფიქრის გორა)

3 ივლისს, 15:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ბრიფინგს გამართავს.

თემა: ჩაკეტილი საზღვრები და ტურისტული სექტორი

მის: კოტე აფხაზის 20 (ყოფილი ლესელიძე, შარდენზე)

3 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N24

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა