რომან კაკულია - „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა. კანონპროექტი, კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ცვლილების პროექტი ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს დღეს მოქმედი კანონი შეიცავს არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ასევე, ცვლილებებით ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება. ფართოვდება ეკონომიკური აგენტის ცნება, კერძოდ განისაზღვრება, რომ ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის სამეწარმეო საქმიანობის ნაცვლად გადამწყვეტია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რომელიც უფრო ფართო ცნებაა. კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების რეფორმა წარმოადგენს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. ცვლილებებით შემოდის კონცენტრაციის თაობაზე ე.წ. პირობითი გადაწყვეტილების მექანიზმი, რომელიც ცნობილია სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების სახელით. იცვლება საქმის წარმოების ვადები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრება სააგენტოს ვალდებულება, საქმის დასრულებამდე გაუგზავნოს მხარეებს გადაწყვეტილების პროექტი და მისცეს ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების საკითხის ეკონომიკური აგენტისათვის შეუტყობინებლად გადაწყვეტის საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოულოდნელობის ეფექტი და თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური აგენტის მიერ ინფორმაციის განადგურების, ან გადამალვის შესაძლებლობა. კანონის არსებული რედაქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია ასევე, სანქციების არარსებობა. კანონპროექტით აღმოიფხვრება ეს ხარვეზი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

„კონკურენციის შესახებ“ კანონის ძირითად მიზნებს წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებების, შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას; ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა