სოფელ აწყურის მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა. სოფელ აწყურის მცხოვრებლები, თელავი-ახმეტის დამაკავშირებელ გზაზე შეიკრიბნენ და საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერება მოითხოვეს.

მათი თქმით, ტერიტორიის გაყიდვის შემთხვევაში, სოფელი საძოვრების გარეშე დარჩება და საქონლის გაყიდვა მოუწევთ.

საქმე ეხება 23 000 კვადრატულ ფართობს, რომელიც თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

გიორგი ბოტკოველის თქმით, აუქციონი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულისა და მასთან დაახლოებული პირების სარგებლობისთვის ტარდება, რადგან სწორედ ისინი არიან ტერიტორიის შესყიდვით დაინტერესებულები.

ადგილზე ვითარებას პოლიცის რამდენიმე ეკიპაჟი აკონტროლებდა.

სამათალდამცველება გზის გახსნა რამდენიმე წუთში მოახერხეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილიები კახეთის პოლიციის სამხარეო ადმინისტრაციაში გადაიყვანეს მოსალაპარაკებლად.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აუქციონის შეჩერებაში ვერ ჩაერევიან.

აუქციონის ვადა 3 ივნისს, 17:00 საათზე იწურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს