სოფო გორგოძე - საგამოცდო სექტორში, მერხის წინ გამჭვირვალე ფარი განთავსდება, რაც არის დამატებითი უსაფრთხოების ზომა, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ინფექციის გავრცელებას

მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში , - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის თქმით, ცვლილებები კონდიცირების საკითხშიც შევიდა, რომლის მიხედვითაც თუ ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება, რა დროსაც აბიტურიენტებმა პირბადე უნდა გაიკეთონ.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. მეორე დაზუსტება ეხება კონდიცირებას, აქამდე კონდიცირება ირთვებოდა, ვიდრე შევიდოდნენ აბიტურიენტები სექტორებში და ასევე, შუალედებში ერთი სესიიდან მეორე სესიის დაწყებამდე. ახლა შესაძლებლობა იქნება, თუ კი ოთახის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს ამ შემთხვევაში მეთვალყურეს ექნება უფლება, რომ ჩართოს კონდიციონერი, მაგრამ საგულისხმოა, რომ კონდიციონერის ჩართვის მომენტში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადეები და ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ბუნებრივი ვენტილაციის რეკომენდაცია რჩება, ანუ ფანჯარა კვლავ ღია იქნება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძის თქმით, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების მაგიდები წელს სპეციალურად იქნება მოწყობილი და ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.

„საგამოცდო ცენტრებში, როდესაც მობრძანდებიან აბიტურიენტები, ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს, გაივლიან დეზობარიერს, ასევე დაცული იქნება დისტანცია, როგორც ეზოში ასევე კორიდორებში. ამის შემდეგ ისინი მიბრძანდებიან სექტორში და განთავსდებიან თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, რომელიც წელს სპეციალურად არის მოწყობილი. კონკრეტულად, ეს სპეციალური მოწყობა გულისხმობს იმას, რომ მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი და ეს არის დამატებითი უსაფრთხოების ზომა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ინფექციის გავრცელებას“, - განაცხადა გორგოძემ.

როგორც გორგოძემ განმარტა, 24-ვე საგამოცდო ცენტრში მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება.

„მზადების პროცესი მიდინარეობს აქტიურად და თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება, რადგან ორშაბათიდან უკვე იწყება გამოცდები. შეიძლება, ვთქვათ, რომ მზადყოფნა გვაქვს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად აბიტურიენტების განწყობაც იქნება უკეთესი და შემდეგ კვირაში ამ უკეთესი განწყობით მობრძანდებიან ისინი საგამოცდო ცენტრებში. რაც შეეხება ცენტრების რაოდენობას, მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იქნება“, - აღნიშნა გორგოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა