თვითმხილველი ფოთში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს

თვითმხილველი ფოთში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს. შემთხვევა ნაბადას უბანში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველი ყვება, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ადამიანი სცემდა.
„ხმაური შემომესმა, რომ გავიხედე დაახლოებით 5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს და იმას ურტყამენ. მერე დავინახე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე ახლავე პოლიციას დავურეკავ-მეთქი. ისინი გაიქცნენ. ახლოს რომ მივედით, ხმას არ იღებდა, მეგონა მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით ხმა ამოიღო- სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო, - გვითხრა. ვინ გირტყამდა, რომ ვუთხარი, მითხრა არ ვიცნობო. მერე სასწრაფოც მოვიდა და წაიყვანეს“, -განაცხადა თვითმხილვეელმა ზაირა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, გუშინ 43 წლის მამაკაცი მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

























