პრემიერი - ყველა ადამიანმა და პოლიტიკურმა ძალამ სისტემური და ფუნდამენტური საკითხების დროს, სასურველია, პირადი ინტერესები მეორე პლანზე  გადადონ და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ

„ყველა ადამიანმა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური და ფუნდამენტური საკითხების დროს, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხდებას იმის შესახებ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

გახარიას განცხადებით, პოლიტიკური მოთამაშეების საყოველთაო კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება.

“პროპორციული საარჩევნო სისტემა განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში არის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოთამაშეების საყოველთაო კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა. რეალურად, ჩვენ რასაც მივაღწიეთ ეს არის ქვეყნის გამარჯვება. ეს არის საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ყველას კარგად ახსოვს 90-იანი წლებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემა არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი უახლოესი წლების განმავლობაში ამ ცვლილებას იგრძნობს. ეს არ იქნება მარტივი. ეს იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. ყველა ადამიანმა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური და ფუნდამენტური საკითხების დროს, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა თითოეულ მოქალაქესა და საქართველოს პარლამენტის წევრებს მიულოცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

„მე მინდა თითოეულ ჩვენს პარლამენტარს, ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც ახლა პროცესშია და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მიღებული“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ყველა ადამიანმა და პოლიტიკურმა ძალამ სისტემური და ფუნდამენტური საკითხების დროს, სასურველია, პირადი ინტერესები მეორე პლანზე გადადონ და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ - პრემიერი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა