პრემიერი კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი - წარმოდგენა არ მაქვს

წარმოდგენა არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც ორშაბათს იწყება და კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კომენტარს აკეთებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა