ანრი ოხანაშვილი - ყველა ძირითადი რეკომენდაცია ასახულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში - ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ 2020 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო უკეთესი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რაიმე ტექნიკური ხასიათის საკითხებზე იქნება წინადადებები, მმართველი გუნდი მზადაა აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელოს.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, სასიხარულოა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდან საარჩევნო რეფორმას პოზიტიური შეფასება აქვს.

„ჩვენთვის სასიხარულოა, როდესაც აშშ-ის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პოზიტიურად აფასებს იმ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და რომელიც დაეფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ყველა ძირითადი რეკომენდაცია ასახულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ 2020 წლის არჩევნები და ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე. კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და კიდევ უფრო დახვეწილი საარჩევნო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენ ეს შევძელით, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, თუ რაიმე კონკრეტული წინადადებები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ შემდგომი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის, თუ არის ტექნიკური საკითხები, შესაძლებელია დარეგულირდეს კანონის მიღმაც, თუკი პოლიტიკურ პარტიებს შორის იქნება კონსენსუსი”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ წუხს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

„მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში”,- განაცხადა ჰარცელმა. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა: ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და კომისიების დაკომპლექტება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა