სერგი კაპანაძე - ეუთოს რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული არ არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განმარტებით, პარტიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული არ არის.

კაპანაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო რეკომენდაციები ამომრჩეველზე ზეწოლის, თავშეყრის დარეგულირებისა და რეკლამის შესახებ.

„ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო ამბიციური არ იყო ეს რეფორმა და ისეთი საკითხები, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა და სხვა პრობლემატური თემები, რომლებიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებშია ასახული, არ იქნა ბოლომდე ასახული. ჩემი მოთხოვნა სწორედ ეს იყო მთელი ამ პროცესის განმავლობაში და ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნის წინ ზეწოლის მოხსნა იმ გზით, რომ არ ყოფილიყო თავშეყრა და სხვა საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული, ამას ვითხოვდით ჩვენ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ უარი გვითხრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიყავით, მაგრამ მარტო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ სადღაც ქულები ჩაეწერა, მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი ამბიციური ნაწილი არ არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, ჩვენთვის არ იყო მისაღები. აქედან გამომდინარე, არ მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში. კარგი იქნებოდა, რომ ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ყოფილიყო ასახული, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. მათ 27 რეკომენდაციიდან 25 არ შეუსრულებიათ, ეს ტყუილია. 27 რეკომენდაციიდან უმრავლესობა იყო ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია და ამ ზოგადი ხასიათის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეიძლება შესრულებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა ხალხის თავშეყრის დარეგულირებას, რეკლამას, ზეწოლის და დაშინების არ გამოყენებას, უბრალოდ არ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა