კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა, ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. 38 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქალი რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში სულ 3 ინფიცირებული მკურნალობს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 343 ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, მხოლოდ ერთი პაციენტის კვლევის პასუხი იყო დადებითი.

„ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1587 პირი. კარანტინი დატოვა 9318-მა პირმა“, - განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა