„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი II მოსმენით განიხილეს

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი II მოსმენით განიხილეს

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი II მოსმენით განიხილეს.

„კანონის პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, შენიშვნების გათვალისწინებით, 15 ხმით მიიღეს“, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.