ალექსანდრე მოწერელია აბაშაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და შეხვედრები გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია აბაშის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც მერთან ლევან მაკალათიასთან და მის მოადგილეებთან ერთად სამსახურების უფროსები და მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
მათივე ცნობით, ალექსანდრე მოწერელიამ თავის მოადგილეებთან, მალხაზ თორიასთან და დავით ვერავასთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაც მიმოიხილა.
„საუბარი შეეხო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ სამუშაოებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და სამსახურის უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საჭიროებებს და პრობლემებს პირადად გაეცნობა. სახელმწიფო რწმუნებულმა მსგავსი შეხვედრები ჩხოროწყუსა და ფოთში უკვე გამართა. ალექსანდრე მოწერელია დღესვე აბაშაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს ეწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























