ალეკო ელისაშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებაზე - ეს არის წინასაარჩევნო მაიმუნობა და მეტი არაფერი

ეს არის რაღაც წინასაარჩევნო მაიმუნობა და მეტი არაფერი , - ასე აფასებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ჭაკუა არც იმალებოდა და მისი ექსტრადირება პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ეს, რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ვითომ ისევ ებრძვიან წინა ხელისუფლების დამნაშავე პირებს და რა თქმა უნდა, ჭაკუა ჰყავდათ შემონახული, რომ წინასაარჩევნოდ ჩამოეყვანათ, თორემ არც იმალებოდა. ეს არის წინასაარჩევნო ამბავი, თორემ ამდენ ხანს რა უნდოდა მის ექსტრადიციას. შეეძლოთ, ძალიან მარტივად გაეკეთებინათ, მაგრამ არჩევნებისთვის... ჭაკუა ყველას გვესმოდა ყოველთვის, როგორც ადამიანთა მწამებელი და მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, ალბათ, ღამე ვერ დავიძინებდი, ვიდრე ადამიანების, პატიმრების მწამებელს არ გამოვამწყვდევდი ციხეში და არ მივუზღავდი კუთვნილ სასჯელს. ეს არის რაღაც წინასაარჩევნო მაიმუნობა და მეტი არაფერი”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დ.ჭ.-ს ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს საღამოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში ეტაპირებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ., რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

"კერძოდ: პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის ,,ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის ,,ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დ.ჭ.-ს დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. ,,ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა