ალექსანდრე მოწერელია ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ის საელჩოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და დიდი მეგობარია, რაც არაერთხელ დამტკიცდა ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში. ამერიკის საელჩომ არაერთი მნიშვნელოვანი, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის მიმართული პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ამერიკელ ხალხს! შეერთებული შტატების როლი დიდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში, მათი მხარდაჭერა იგრძნობა ყველა სფეროში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს და მთავარ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს!" - წერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

























