რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! აშშ წლებია საქართველოს მეგობარი და ერთგული გულშემატკივარია. მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენენ. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.