განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით

განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებისთვის თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში ე.წ ღია კარის დღე მოაწყვეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, რა პირობებში ჩატარდება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები.

განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საგამოცდო სივრცეები თითქმის მზად არის აბიტურიენტების მისაღებად. მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდების ჩაბარების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისი თქმით, პანდემიის პრევენციის პირობებში სამინისტრომ განსაკუთრებული ზომები მიიღო იმისათვის, რომ თითოეულ გამოსაცდელ პირს, ადმინისტრატორს და გამოცდების ორგანიზატორებს მომზადებულები დახვდნენ. საგამოცდო ოთახი, სადაც გამოსაცდელები სამუშაო მერხს მიუსხდებიან, გამიჯნულია გამჭვირვალე ბარიერებით ისე, რომ პირებს შორის კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი.

რაც შეეხება ქცევის წესებს, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აბიტურიენტები გამოცდის დღეს აუცილებლად პირბადით უნდა გამოცხადდნენ, რომელიც მათთვის კომფორტულია. მისი თქმით, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ წესდება. ხოლო, თუ პირბადე არ ექნებათ, თითოულ გამოსაცდელს პირბადეს შესასვლელში, კართან მისცემენ. ამის შემდეგ კი, აბიტურიენტებმა ფიზიკური დისტანცია უნდა დაიცვან. ამასთან, აბიტურიენტებს გამოცდაზე შესვლამდე ტემპერატურასაც გაუზომავენ. ნუნუ მიცკევიჩის განმარტებით, PCR ტესტირება უფასო იქნება.

„კართან დახვდებათ თერმოსკრინინგი ელექტრონული თერმომეტრებით. თუ სიცხე დაფიქსირდა, თითოეული ასეთი შემთხვევა გადამოწმდება ვერცხლისწყლის თერმომეტრით და თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრითაც სხეულის მომატებული ტემპერატურა დაფიქსირდა, ასეთ ვითარებაში ჩვენ გვაქვს ტემპერატურის გამიჯვნა და ეს არის 37,5 გრადუსი. 37გრადუსის ზევით 37,5-მდე სიცხის შემთხვევაში ეს უკვე არის გამოცხადებული, რომ აბიტურიენტებს დამადასტურებელი ცნობა უნდა ჰქონდეთ PCR ტესტირების შედეგით, რომელიც უარყოფითი უნდა იყოს კოვიდინფექციაზე. ასეთი პირები, რომლებსაც ეს ცნობა აქვთ ჩვეულებრივ სივრცეებში დაიშვებიან, მაგრამ თუ ისინი ვერ ადასტურებენ და სიცხე აქვთ 37 და 37,5 გრადუსის ზევით, აქ გათვალისწინებული გვაქვს ის, რომ ზაფხულის პერიოდია, ამასთან გამოცდა გარკვეულ სტრესს წარმოადგენს. სწორედ სტრესული სიცხე არის გათვალისწინებული ამ ზღვარში, 37 გრადუსიდან 37,5 გრადუსამდე. ჩვენ გვაქვს ცალკე სექტორი მათთვის მომზადებული, სადაც კიდევ უფრო მეტია დისტანცია და მერხები განთავსებულია განსხვავებული დისტანციით, აქ მერხებს შორის მეტი მანძილია. გარდა სიცხისა, თუ მათ აღენიშნებათ სხვა რესპირატორული სიმპტომები და სიმპტომები, რომელიც კორონავირუსზე ეჭვს ტოვებს, ასეთი პირები განთავსდებიან ცალკე სივრცეში. ასევე მომზადდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სივრცე", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

რაც შეეხება სიცხეს უკვე 37,5 გრადუსს ზევით, მისი თქმით, აქაც არის ორი ვარიანტი.

„თუ ისინი ადასტურებენ PCR ტესტირებით, რომ ეს არის სიცხე, რომელიც კოვიდთან არ არის დაკავშირებული და აქვთ უარყოფითი პასუხი PCR ტესტირებით, ეს ცნობა გაცემული უნდა იყოს თითოეულ გამოცდამდე. ანუ ყოველი გამოცდის წინ, წინა სამი დღის განმავლობაში უნდა იყოს გაცემული. ცნობა ვალიდურია 72 საათის განმავლობაში. ასე რომ თუ აბიტურიენტებს ცნობა აღებული აქვთ 6 ივლისამდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ მომდევნო გამოცდაზე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მათ ეს ცნობა გამოადგებათ", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, ამასთან, სამინისტროს მიერ აბიტურიენტებისადმი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად შეამცირონ იმ ნივთების რაოდენობა, რომელიც მათ თან ექნებათ გამოცდის დღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა