ქალი, რომლის ახალშობილიც გარდაცვლილი იპოვეს, კლინიკას დღეს დატოვებს

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი კლინიკას დღეს დატოვებს, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი ჩვილის დედის მკურნალმა ექიმმა ნინო ბოლქვაძემ განუცხადა. ახალნამშობიარები ქალი კასპში, კლინიკა „მედალფას" გინეკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ქალის მდგომარეობა სტაბილურია და გაეწერება ბინაზე. სხვა დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ექიმმა ნინო ბოლქვაძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაპოვნი ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს