აჭარის უმაღლესი საბჭო - წამყვანი კომიტეტი კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარს უჭერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, მერაბ კარანაძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძის, ირაკლი ჭეიშვილის, ნინო ჩხეტიას, ნუგზარ სურმანიძის, ვახტანგ წულაძის, ცოტნე ანანიძის, გიორგი მანველიძის, ვლადიმერ მგალობლიშვილის, დავით თედორაძის, ხვიჩა შარაშიძის, გიორგი რომანაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარადგინა. კომიტეტმა კანონის პროექტი მეორე მოსმენისას გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად მიიჩნია.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომაზე დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს – „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, რომლის ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ნინო ჩხეტია არიან. პროექტის თანახმად, შესაბამისი მოხსენებებით სწორედ ისინი წარსდგებიან საქართველოს პარლამენტში.

კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია 2020 წლის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ გამოყენების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო