თორნიკე რიჟვაძე - გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

როგორც თორნიკე რიჟვაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყნას საერთო ღირებულებები აერთიანებს.

„დღეს საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოს, რომლის მთავარი ფასეულობა - თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მალე დაიძლევა გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო