სოფელ რუისის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა სოფლის ცენტრიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე გადაინაცვლეს და ავტობანის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართლადამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მეორე კვირაა სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც მოსავალი ნადგურდება.

აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

„რეალურად რამდენიმე დღეა სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემაა. ამ წუთებში მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან დაზიანებულ უბანზე და უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რის შედეგადაც ტაშისკარის სარწყავი არხის დაზიანებულ მონაკვეთზე უმოკლეს დროში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ, 2 დღეში სოფელს წყლის მიწოდება აღუდგება,“- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ