"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ონში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ რისკები სათანადოდ არაა გათვლილი, ამიტომ მთელ რეგიონს საფრთხე უმუქრება.

"არ დავუშვებთ ონის კასკადის მშენებლობას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. ჰესი თუ აშენდება, რაჭა დაიცლება, საფრთხე შეექმნება ადგილობრივ მეწარმეებს და ტურისტულ სექტორს. ამიტომ მივმართავთ მთავრობას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება", -აცხადებენ ადგილობრივები.

აქციაზე გიორგი ვაშაძის გამოჩენას ადგილობრივების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, აქციის პოლიტიზება არ სურთ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა