აჭარის უმაღლესი საბჭო - კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით განიხილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მზადაა III მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, 4 ივლისის რიგით მე-15 სხდომაზე, ერთხმად მიიღო. ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო დღის წესრიგის მომდევნო საკითხთან დაკავშირებითაც: უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - ,,საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე», მზადაა და პლენარულ სხდომაზე განიხილება.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აცხადებს, ორივე საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ბიურომ ასევე განსაზღვრა 3-5 ივლისის ჩათვლით მოწვეული რიგგარეშე სესიის მომდევნო პლენარული სხდომის გამართვის დრო და თარიღი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ