დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 20, 10-10 და 9-9 წლით პატიმრობა განესაზღვრათ, ერთი პირის  მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს კი პროკურატურა გაასაჩივრებს

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გენერალური პროკურატორიდან აცნობეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ.მ. გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე - გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს ქ. რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ.გ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ.ღ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დ.დ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ა.-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) დადასტურებულია გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების და გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში