აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, “ცხელების ცენტრის” დამხმარე სამედიცინო პერსონალი, სავარაუდოდ, დადასტურებული შემთხვევიდან დაინფიცირდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ერთ-ერთი “ცხელების ცენტრის” დამხმარე სამედიცინო პერსონალი სავარაუდოდ, დადასტურებული შემთხვევიდან დაინფიცირდა.

მინისტრის თქმით, ინფიცირებული ქალის ახლო კონტაქტების კვლევა ჩატარდება, მანამდე კი მათ თვითიზოლაციაში მოათავსებენ.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ კონტაქტების კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად საგანგაშო ეპიდსიტუაციაა აჭარაში.

"ამ ეტაპზე ინფიცირებული დამხმარე სამედიცინო პერსონალის ოჯახის, თანამშრომლების, ახლო კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალის კვლევა მოხდება. ამ ადამიანებს თვითიზოლაციაში გადავიყვანთ. როგორც ცნობილია, სტანდარტული კვლევის შედეგად, ერთ-ერთი “ცხელების ცენტრის” თანამშრომელის დაინფიცირება გამოიკვეთა. ჩვენი ვარაუდით, დამხმარე სამედიცინო პერსონალს, წინა სამი ინფიცირებულიდან - ერთ-ერთისგან გადაედო. საშიშროება ყველა ეტაპზე არსებობს, ამ შემთხვევაში წყარო დანამდვილებით არ ვიცით, სამი დადასტურებიდან რომელთან იყო კონტაქტში არ ვიცით, თუმცა ვიცით, “ცხელების ცენტრში” დადასტურებული შემთხვევიდან გადაედო.

რაც შეეხება აჭარაში მყოფ ინფიცირებულებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთ მათგანს პნევმონია არ აქვს",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის დამხმარე სამედიცინო პერსონალია.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო