სალომე ზურაბიშვილი დღეს ლეჩხუმს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლეჩხუმში, სოფელ ოყურეშში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი დაათვალიერა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ, წითელ ღვინოს ამზადებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. აღნიშნული ჯიშის ყურძენი მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

,,ღვინოს ორგანული მეთოდით ვამზადებთ. ვენახსაც, რა თქმა უნდა, ორგანული მეთოდით ვუვლით. ერთმა ძირმა ვაზმა მხოლოდ ორი კილო შეიძლება მოისხას, თუ გვინდა, რომ დავამზადოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო“, - განაცხადა გიორგი მანაგაძემ.

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა