ქედაში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულებიდან მამაკაცის და 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 64 წლის ქალის მდგომარეობა მსუბუქია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ქედაში სოფელ მეძიბნაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ერთის შედარებით მსუბუქია. ზაალ მიქელაძის ცნობით, დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან მოთავსებული, ხოლო 64 წლის ქალის ტრანსპორტირება ამ წუთებში მიმდინარეობს.

"ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 56 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანია დაშავებული. დაშავებულ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ასევე 11 წლამდე ასაკის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. ხოლო მესამე დაშავებულია 64 წლის ქალი კიდურების მოტეხილობით, მისი ბათუმის კლინიკაში ტრანსპორტირება მიმდინარეობს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა