კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გეგმურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საჩვენებელი სწავლების ფარგლებში თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სადაზვერვო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივად პირობითი მოწინააღმდეგის ბაზა აღმოაჩინეს და მასზე შეტევა წარმატებით განახორციელეს.

საველე შეკრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მონაწილეებმა სადაზვერვო, ტაქტიკური და სამედიცინო მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის უნარები გაიუმჯობესეს. თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ 28 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი