კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 106 კურსდამთავრებულს დიპლომები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკარიერო პროგრამები გაიარეს. სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვედანაყოფების ერთმანეთთან ეფექტურ კოორდინირებასა და ინტეგრირებულად მოქმედებებს.

,,საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებასა და სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებას. დაარსებიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლა 1600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო