აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებას აჭარის უმაღლესი საბჭოს 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის მიხედვით, ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება.

აღნიშნული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატი იქნება, აქედან 3 მაჟორიტარი, 18 კი პროპორციული წესით არჩეული.

კანონპროექტის მიღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის წევრები ისტორიულ დღედ აფასებენ.

ცნობისთვის, ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ასევე სხდომას "ევროპული საქართველოსა" და "ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს" წევრები არ ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს