თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს, რომელთა შორის ერთ-ერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია, პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან.

თავად ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

დაკავებულების ოჯახის წევრები კი მოქალაქის გატაცების ფაქტს უარყოფენ.

როგორც ცნობილია ერთ-ერთი დაკავებული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი იური ლომაძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს